Error
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს აფხაზეთის რეგიონში დაუშვებელი არჩევნების შესახებ

გერმანიის ფედერალური მთავრობა მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით მის სუვერენიტეტთან და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში.

ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირში, ჩვენც არ ვაღიარებთ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ არც კონსტიტუციურ და არც სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც 25 აგვისტოს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში გაიმართა. ჩვენ ამ „არჩევნებს“ და მის შედეგებს უკანონოდ მივიჩნევთ.


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

Print