
თითოეული მათგანი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, პროფესიონალიზმისა და აქტიურობის ნიშნით შეირჩა. დაჯილდოებულთა შორის არის აფხაზეთში დაღუპული პარტიზანის, თენგიზ ზარანდიას დედა, ქალბატონი ევგენია ზარანდია.
წარმატებულ ქალბატონებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა დღესასწაული მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მათ მიერ გაწეული ღვაწლისათვის.
