Error
  • JFTP::write: Bad response
  • JFTP::write: Bad response
  • JFTP::write: Bad response
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანზორ წოწონავას 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მიმდინარე წლის 12 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დარბაზში  უმაღლესი  საბჭოს დეპუტატის, ფრაქცია “მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის” თავმჯდომარის, მეცნიერისა და პოლიტიკოსის  ანზორ წოწონავას 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სამართლის დოქტორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანმა ვეფხვია გვარამიამ, სამართლის დოქტორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა  ლალი გამისონიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ,  უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ.

 

ღონისძიებას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური საზოგადოების წევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.





Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions