
გვირგვინით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო ”გმირთა სავანე”.
პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთში დახვრეტილი ჟიული შარტავას ხსოვნას, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალულ აფხაზეთიდან დევნილ საზოგადო მოღვაწეთა და დაღუპულ მეომართა ხსოვნას, გვირგვინებით შეამკეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილისა და 23-ე ბრიგადის მეთაურის გენერალ გენო ადამიას საფლავები.